ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას ირანის ოფიციალური პირები ადასტურებენ.
ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ “პრეზიდენტი რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად სრულად დაიწვა […] ვშიშობთ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა”.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოვარდნის ადგილი და ვითარება კარგად არ გამოიყურება” – განუცხადა სამთავრობო მედიას წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი და საჰარეო საქმეთა მინისტრი გადაჰყვდა, გუშინ, 19 მაისს, ჩამოვარდა. მისი ნამსხვრევები დღეს დილით იპოვეს.