ირანის პრეზიდენტი კობახიძეს ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს.  მის მილოცვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

”მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.”- ნათქვამია მიმართვაში.