კვირას ღამით ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-სალიმში ძრავის ზეთის დიდ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება, რომ სამხედრო საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანას ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ასევე დაესხნენ დრონები.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ ირანის ქალაქ დიზფულის საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი) აფეთქებები და ხანძრებია.
აფეთქებების ხმები ისმოდა თეირანში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს.
⚡️В Тегеране прогремел мощный взрыв, поднимается дым.#Иран #Iran #Teheran pic.twitter.com/rNGW9zTI90
— Типичный Донецк (@typicaldonetsk) January 28, 2023
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ირანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დრონების შეტევა ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაზე:
„2023 წლის 28 იანვრის საღამოს, დაახლოებით 23:30 საათზე, უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ცენტრზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ერთი მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემით, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში ჩავარდა და აფეთქდა“.
Это рикошет. Иранские дроны-камикадзе летели на Киев, а прилетели в Иран на военный завод. Так бывает. pic.twitter.com/bKxropERJm
— Сергей Наумович (@sergonaumovich) January 28, 2023
ირანელი სამხედროების განცხადებით, შენობის სახურავი “მცირედ დაზიანდა”.
რომელ ქვეყანას ეკუთვნის თვითმფრინავები, რომლებიც თავს დაესხნენ ირანის სამხედრო ობიექტებს, ირანის ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს.
ისპაჰანი არის ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრი, რომელიც თეირანის სამხრეთით 330 კილომეტრში მდებარეობს.
არაბული საინფორმაციო არხის Al Arabiya-ს ცნობით, ისრაელმა ირანში სამხედრო მრეწველობის განადგურების მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ისრაელი ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.