ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, რომლებიც თეირანსა და კიევს შორის ურთიერთობის განადგურებას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „reuters“ ავრცელებს.~
უკრაინამ ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის გაუქმებასა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გუშინ უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ მიიღეს.
კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.