ირანული მედიის ცნობით, თეირანმა აქტივისტ ჟურნალისტ რუჰოლა ზამს სიკვდილი მიუსაჯა. მას სოციალური ქსელის საშუალებით, 2017 წელს, ირანში განვითარებული საპროტესტო დემონსტრაციების დროს, ანტისამთავრობო მოძრაობის ხელშეწყობაში ედება ბრალი
რეფორმატორი შიიტი სასულიერო პირის ვაჟი, ზამი „Amadnews”-ს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. სოციალური მედიის ფუნქციონირება მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის ხელისუფლებამ, მასშტაბური საპრტოტესტო გამოსვლების დროს, ჟურნალისტი ძალადობისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. „Amadnews” მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, სოციალურ მედიაში არხი ახალი სახელწოდებთ კვლავ დაბრუნდა.
გასული წლის ოქტომბერში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ ზამი „ხაფანგში მოიმწყვდიეს“ და მის დასაკავებლად “კომპლექსური ოპერაცია” ჩაატარეს. ზამს, ამ დროისთვის უკვე ჰქონდა საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი. გუშაგთა კორპუს, ოპერაციის ჩატარების ადგილმდებარეობა არ დაუსახელებია.
ზამი, ირანის სასამართლომ ბრალი შეიარაღაებული აჯანყებისა და ჯაშუშობის მუხლით დასდო, რაც ირანის ისლამური კანონის თანახმად უმძიმესი დანაშაულია.
2017 წელს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ხელშეწყობაში, ირანის ოფიციალურმა პირებმა, ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რეგიონალურ მოწინააღმდეგეს, საუდის არაბეთს დასდო.
მაშინ, სოციალური პრობლემებისა და სიღარიბის წინააღმდეგ წამოწყებული საპრიტესტო მოძრაობა, ოფიციალური ინფორმაციით, 21 ადამიანის სიკვდილითა და ათასობით დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა.
წყარო: ამერიკის ხმა