ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, “ირანმა ამაღამ დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის”.

“ეს [იერიში] ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში”- თქვა ნეთანიაჰუმ.

“ირანში რეჟიმს არ ესმის თავდაცვაში ჩვენი მიზანდასახულობა და ჩვენი შეუპოვრობა მტრების წინააღმდეგ პასუხის გაცემაში”. – ამბობს ნეთანიაჰუ და ამატებს, რომ ჰამასის ლიდერს, იაჰია სინვარს, დაჯგუფების სამხედრო ფრთის მეთაურს, მოჰამედ დეიფს, ჰეზბოლას ლიდერს, ჰასან ნასრალასა და ამავე დაჯგუფების უფროს მეთაურს, ფუად შუკრს ასევე “არ ესმოდათ ეს”.

“ვინც თავს გვესხმის, ჩვენც დავესხმებით თავს”. – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მსოფლიოს “ნათელ ძალებს” ირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.