ირანმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო – აშშ-მ ისრაელის მიმართულებით ატომური ავიამზიდი გადაისროლა – ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონებით თავდასხმა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანი პრესსპიკერი ავიხაი ადრაი.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს იღებენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.

სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების დასაჭერად მუშაობენ.

ირანიდან ისრაელში ბალისტიკური რაკეტების ჩაღწევის დრო 12 წუთია, ფრთოსანი რაკეტის – 2 საათი, უპილოტო საფრენი აპარატების კი – 7-9 საათი.

ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ისრაელის წინააღმდე.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმა განაცხადა, რომ “ბოროტი რეჟიმი სამაგალითოდ და მკაცრად დაისჯება“.

ირანის დედაქალაქის, თეირანის, თავზე ყველა სახის სამხედრო, საგანგებო და სპეციალური ოპერაციების ფრენები შეჩერებულია. საჰაერო სივრცე ჩაკეტა ისრაელმაც და  იორდანიამაც.

იორდანიის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა მზადაა, ირანული სამიზნეების გასანადგურებლად, თუ კი ისინი, იორდანიის გავლოთ შეეცდებიან ისრაელში მოხვედრას.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან დაადასტურა სრული მზადყოფნა ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად და შემდგომი მტკივნეული პასუხის გასაცემად.

  • „ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია.[…]ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას და გვერდში დგომას.ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს. ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

შეერთებულმა შტატებმა ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე ისრაელის მიმართულებით ატომური ავიამზიდი USS Dwight Eisenhower გადაისროლა. დამრტყმელ ჯგუფში შედის 90 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, სარაკეტო იარაღი, RIM-7 Sea Sparrow საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი.

12 აპრილს, ამერიკული გამოცემა WSJ წერდა, რომ ირანი უახლოეს 48 საათში თავს დაესხმებოდა ისრაელს, დამასკოში (სირია) ირანის საელჩოზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის ირანის რევოლუციური გვარდიის 7 მაღალი თანამდებობის პირი.

ისრაელის მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა.

01:00

  • იორდანიამ გახსნა თავისი საჰაერო სივრცე ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. ისინი ამერიკულ თვითმფრინავებთან ერთად შეაკავებენ ირანულ დრონებს.
  • ბრიტანული მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ კვიპროსიდან, ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების შესაჩერებლად – იუწყება Voice of Israel
  • „400-დან 500-მდე დრონი და რაკეტა იქნება ისრაელში გაშვებული ერაყიდან, სირიიდან, სამხრეთ ლიბანიდან და იემენიდან“, მაგრამ უმეტესი ნაწილი გაშვებული იქნება ირანიდან“,- წერს,  ABC NEWS.
  • აშშს და ბრიტანეთის თვითმფრინავები სირიის თავზე ისრაელს ეხმარებიან კამიკაძე დრონების ჩამოგდებაში.
  • თელ-ავივში, ისრაელის ომის კაბინეტი, ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მართავს საგანგებო შეხვედრას ბირთვული დაბომბვის საწინააღმდეგო ბუნკერში, სადაც განიხლება ირანის წინაადეგ ჯერ თავდაცვითი და შემდეგ შეტევითი მოქმედებების გეგმები,
  • პარალელურად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა ოფიციალურად დაგმო ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა და დაანონსა, ისრაელისა და ბრიტანეთის სხვა რეგიონალური მოკავშირეების აუცილებელი დაცვვა.