ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას – Middle East Eye

ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს დაარტყას. ამის შესახებ, Middle East Eye-სთან საუბარში არაბმა მაღალჩინოსნებმა თქვეს.

ნავთობსადენის საბოლოო დანიშნულება თურქეთში მდებარე ქალაქი ჯეიჰანია, თუმცა აქედან ნედლი ნავთობის ნაწილი ისრაელს გემებით მიეწოდება.  ირანის მუქარა “მტრის ნავთობის ხაზებზე” დარტყმის შესახებ ზრდის შიშს, რომ შესაძლოა სამიზნე გახდეს აზერბაიჯან-თურქეთის მილსადენი, რომელიც ისრაელს ამარაგებს.

“ირანის მუქარა, დაარტყას “მტრის ნავთობის ხაზებს” მხოლოდ BTC-ის თუ შეიძლება მოიაზრებდეს, რადგან ის ისრაელისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია”. – თქვა წყარომ MEE-სთან საუბარში.

ისრაელი BTC-ის მეშვეობით ნავთობის იმპორტის დაახლოებით 30%-ს იღებს.

MEE-ს წყარომ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში ირანმა შეიძლება ყველაზე მარტივად მისაწვდომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაარტყას.