ირანში, ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებას ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, 170 კი დაშავდა.
პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული.
ოფიციალური პირების თქმით თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმს უკავშირდება, თუმცა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ამასთანავე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია რომ აფეთქება “ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია”, თუმცა, ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი – ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა”.