აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ რანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 466-ს მიაღწია.ეს მაჩვენებელი წინა მონაცემთან შედარებით ორჯერ მეტია – ორგანიზაცია 203 გარდაცვლილზე საუბრობდა. უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, მონაცემების ასეთი მკვეთრი ზრდა ბოლო საათებში დაფიქსირდა.
ორგანიზაცია HRANA ირანში მოქმედ აქტივისტებზე დაყრდნობით აგროვებს ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა გზით მოწმდება. სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ HRANA-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკა წინა საპროტესტო ტალღების დროსაც მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა.















