სამხრეთ ირანში, უსაფრთხოების ძალები შტურმით შეიჭრნენ საავადმყოფოებში და იქ მოთავსებული დაჭრილი პროტესტანტები ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ირანში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს, რადიო ფარდას უყვება.
ექიმის თქმით,უსაფრთხოების ძალებმა „ბოლო მოუღეს“ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამედიცინო დახმარების მისაღებად იყვნენ შეყვანილნი.
„ბევრი მოკლეს, ბევრი დააკავეს, ბევრი კი გაქცეულია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა ექიმმა მედიას.













