ირანში ქვეყნის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა მთიან რაიონში, ქალაქ ვერზეგანთან, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან.
მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობენ წითელი ნახევარმთვარის მაშველები, სამხედროები და პოლიცია. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ უამინდობა ხელს უშლის მაშველების შემთხვევის ადგილზე მისვლას.
Reuters-ი ირანულ ტელევიზიებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მაშველებმა შეძლეს კონტაქტის დამყარება ვერტმფრენის ერთ-ერთ მგზავრთან, რომელშიც რაისი იმყოფებოდა, ასევე ეკიპაჟის ერთ წევრთან. ამავე დროს, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ უარყო სახელმწიფო მედიის ინფორმაცია დაკარგული ვერტმფრენის აღმოჩენის შესახებ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდა ირანელებს ილოცონ რაისის ჯანმრთელობისთვის, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი IRIB.
ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინციდენტს უწოდა სიტყვა “ავარია”, მაგრამ ირანულ გაზეთთან ინტერვიუში აღიარა, რომ თავად ჯერ კიდევ არ მისულა შემთხვევის ადგილზე.
მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია, რომელშიც წითელი ნახევარმთვარის მაშველები, სამხედროები და პოლიცია მონაწილეობენ .
გავრცელებული ინფორმაციით, მასში 40 სამძებრო ჯგუფია ჩართული, ოპერაცია ძაღლებისა და დრონების დახმარებით მიმდინარეობს.
ირანული სააგენტო Tasnim იტყობინება, რომ ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ავიაკოლონის სამი შვეულმფრენიდან ორი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მივიდა.
სააგენტოს ცნობით, მათ გადაჰყავდათ ირანის ენერგეტიკის მინისტრი ალი აქბარ მეჰრაბიიანი და გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი მეჰრდად ბაზრფაში.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ დაადასტურა იბრაჰიმ რაისის კოლონის ვერტმფრენის ჩამოვარდნა. „ველოდებით შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფების მოსვლას“, – განაცხადა მან.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ნისლია, რის გამოც ვერტმფრენის მოძებნა და მისი მდგომარეობის დადგენა რთულია.
ვერტმფრენში ასევე იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი.
რა შეიძლებოდა მომხდარიყო ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენთან დაკავშირებით, გაურკვეველია. ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. მაგრამ ისინი თანხმდებიან, რომ სამი შვეულმფრენიდან ერთ-ერთს, რომელსაც პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გადაჰყავდა ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონიდან, შეექმნა სირთულეები მძიმე ნისლში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
არანაირი კონტაქტი ვერტმფრენთან, პრეზიდენტთან და მის თანმხლებებთან არ არის. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაახლოებული ახალი ამბების სააგენტო Fars News-მა განაცხადა, რომ მაშველები ვერტმფრენის პოვნას ცდილობდნენ.
რაისი ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან ბრუნდებოდა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, სადაც მან და ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღეს მდინარე არაქსზე კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანს ბევრი ვერტმფრენი ჰყავს, მაგრამ საერთაშორისო სანქციები ართულებს მათ შეკეთებას და შენარჩუნებას. ქვეყნის საჰაერო ძალები ასევე ძირითადად 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ჩამოყალიბდა .