ირანში საპროტესტო აქციების დროს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია 990 ადამიანი

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია, – ინფორმაციას ამის შესახებ  The Guardian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, დაკავებულია 990 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი არასრულწლოვანი.

აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ირანში (HRAI), ცნობით, ქვეყანაში ვალუტის გაუფასურებითა და ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პროტესტი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, სულ მცირე 78 ქალაქსა და 222 ლოკაციაზე გავრცელდა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

უსაფრთხოების ძალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს რეპრესიები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, კომენტარების შემდეგ, რომელმაც მომიტინგეებს „მეამბოხეები“ უწოდა.

გასულ ღამეს პროცესის ესკალაცია გაგრძელდა. ძალოვნებმა გამოიყენეს ტყვიები. ყველაზე მეტი – ხუთი – ადამიანი დაიღუპა ქალაქ მალექშაჰში. დაშავდა კიდევ 30-მდე პირი მას შემდეგ, რაც ძალოვნებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.