ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ირანში, ქალაქ კერმანში, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 284 დაშავდა.

ISIS-მა ტელეგრამის არხებში აფეთქების ორი ორგანიზატორი დაასახელა. მათ ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.

პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.