ირლანდიაში ვიზიტის დროს ზელენსკის თვითმფრინავს დრონები აედევნა

ირლანდიაში ვიზიტის დროს უკრაინის მეთაურის  ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს დრონები აედევნენ. ინფორმაციას უკრაინულ მედიას პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განუცხადა.

ინციდენტს ზელენსკის ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია. მომხდართან დაკავშირებით ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.

“უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მასპინძელი ქვეყანაა. მათი ინფორმაციით, დრონები მართლაც იმყოფებოდნენ, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ მოუხდენია” – თქვა ლიტვინმა.

ირლანდიური გამოცემა The Journal-ის ცნობით, დუბლინში დაშვებამდე პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავის მახლობლად 4 უცნობი დრონი დააფიქსირეს. ოთხივე დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა.