ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვლევის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ.
საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა, ნიგერია, ბოტსვანა, უკრაინა, ეგვიპტე, ბანგლადეში და ა.შ.
16 ივლისის სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში იმყოფება საქართველოს 3473 მოქალაქე. შემდეგ მოდიან ნიგერია – 2872, ალჟირი – 2612, სომალი – 2150, ზიმბაბვე – 1963 და ა.შ.