ირლანდიის ხელისუფლება განგაშს ტეხს იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 50% ხანდაზმულთა სახლების მაცხოვრებელია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ირლანდიაში 794 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 361 ხანდაზმულთა სპეციალური დაწესებულების მაცხოვრებელი იყო. ხელისუფლება აპირებს შეამოწმოს, იყო თუ არა დაცული ასეთ სახლებში იზოლაციისა და ჰიგიენის საჭირო ზომები და შესაბამისი ზომები მიიღოს.