საპროტესტო აქციების მონაწილე ისაკო დევიძემ იზოლატორი დატოვა და სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
პირველ თებერვალს ისაკო დევიძე საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის დროს დააკავეს.
შსს-მ დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დააკავა, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.