ისანში, სადაც ოცნების კანდიდატი კახიშვილია, სუბარის სურათებს აკრავენ – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოზარ სუბარის საარჩევნო პლაკატის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის პლაკატს ისნის ოლქში აკრავენ. ისანში ოცნების კანდიდატი კახა კახიშვილია, ხოლო სოზარ სუბარი მმართველი პარტიის კანდიდატი სამგორის რაიონშია.

“ისანში (ვაზისუბანი), სადაც ოცნებას კანდიდატი კახიშვილი ჰყავს, სუბარის სურათებს აკრავენ”,- წერს ხატია დეკანოიძე საკუთარ ფეისბუქზე.

“ერთი ვერ გერევა და მეორე დაამატეს”,- ასე ეხმიანება ენმ-ს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ხატია დეკანოიძეს.