“ისეთი საშინელი განცხადებაა, ნაცისტებს რომ შეშურდებოდათ”- ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ზაზა თევზაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავს თემაზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება.
„არ შეიძლება პასუხისმგებლობის აცილება, რომ ჩვენ არ გვეხება. როგორ არ გეხება, როდესაც მსგავსი რამ ხდება და იყო საშინელი განცხადებები, მეუფე სპირიდონს ცქიფურიშვილის, მახსოვს ეს – ისეთი საშინელი განცხადება, ნაცისტებს რომ შეშურდებოდა ისეთი მოწოდებები იყო და ამის უკან წაღება როგორ შეიძლება, იმან უკვე დააზიანა, მუქარა, დევნა ეს დაანონსა და ეს ადამიანებს აზიანებს, ამის უკან წაღება ასე იოლი არ არის. როცა ადამიანს მოკლავ, ეს შეუქცევადი პროცესია.ძალადობა იმიტომ არის სახიფათო, როდესაც მოხდება მისი აღსრულება, მატერიალიზიცია, რომელსაც მსხვერპლი, ცრემლი, უბედურება, დაობლებული შვილი, გაუბედურებული დედა მოყვება, წარმოიდგინეთ ლექსოს დედა, რამხელა ტრაგედიაა და ეს ყველაფერი, სწორედ ამ მსგავსი პროპაგანდის, მოწოდების მატერიალიზაციაა უკვე, თავისით კი არ მოსულა. უზარმაზარი ბნელი ენერგია აკუმულირდა და გამოვლინდა დამანგრეველ დესტრუქციულ მოქმედებაში, სიკვდილში, სიცოცხლის მოსპობაში.