ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც სსრკ-ს დროს ოცნება კი არ შეეძლოთ – თურნავა

”ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სსრკ-ს დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ” – ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “რეგიონების განახლების” პროექტზე საუბრისას განაცხადა.

“ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა რაღაც გაახსენდა მთავრობას, გადახედეთ ჩვენ მოღვაწეობას ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომლებიც სწორედ რეგიონებში ხორციელდებოდა. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებიც შენდებოდა არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაციამ იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა, ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც სსრკ-ს დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ, ინტერნეტიზაციის პროექტი დავძარით. არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან”. – განაცხადა ნათია თურნავამ.