“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ისე არ მოექცევიან, როგორც ისინი მოექცნენ პარლამენტში შესვლის დროს.
“ჩვენ ისევე არ მოვექცევით, როგორც ისინი იქცეოდნენ და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ღირსების დაცვა ნიშნავს სხვისი ღირსების დაცვას. სწორედ ამიტომ, ისე არ მოვიქცევი, როგორც ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები იქცეოდნენ ჩვენი შესვლის დროს. მთავარი ახლა არის კონცენტრაცია მთავარ მიზანზე, ვადამდელ არჩევნებზე, რომ რაც შეიძლება მალე, ნაკლები დანაკარგებით ჩამოვაცილოთ ქართული ოცნება ხელისუფლებას”,– თქვა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობა 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.