“ისე არ წვიმს, როგორც ქუხს” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას.
გოცირიძის თქმით, სინამდვილეში მთავრობის დახმარებების მთელი პაკეტი 250 მილიონი დოლარის ოდენობისაა.
“არ არის გასაკვირი, თუ რატომ არ წარმოადგინეს ანტიკრიზისული გეგმა პარლამენტში. მოკლედ, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. მხოლოდ სოციალური დახმარებების პაკეტი, რომ ავიღოთ, სინამდვილეში ეს არის 200 მილიონი დოლარი. თუ ამას დავუმატებთ, ასევე, კომუნალურ შეღავათებს, მთელი ეს პაკეტი არის 250 მილიონი დოლარის ოდენობის”, — განაცხადა რომან გოცირიძემ.