„დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ ღირსებით. პირადად არ მგონია, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენ ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან კონკრეტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები. ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, სადაც ჩამიწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი და ეს დადასტურებულია, სააკაშვილი, რომელსაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მისჯილი აქვს გირგვლიანის თემაზე, ის თურმე პოლიტპატიმარია. მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი გახდა, თურმე ის არის მედია დევნილი. ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, კი ბატონო იმიტომ, რომ თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის ევროპა არ არის, გამორიცხულია. ჩვენთვის ევროპა არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის კარგი შესაძლებლობა ევროკავშირში, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს“,
ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარებზე საუბრისას განაცხადა.