„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ.[…] საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია”.

ამბობს, “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი. ამასთანავე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამწუხაროს უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.