აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალტ ტრამპი Real America’s Voice–სთან ინტერვიუში აშშ–ს მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ “პრაქტიკულად აიძულეს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმაშტაბიანი აგრესია დაეწყო“. ტრამპის განცხადებას გამოცემა Newsweek ციტირებს.
ტრამპის განცხადები უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე გაკეთდა, როცა რუსული არმია იძულებულია თავდაცვაზე გადავიდეს. აშშ–ს ექსპრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ტრამპის აზრით თეთრი სახლი თვეების განმავლობაში ირჩევდა რიტორიკას, რომელიც “ხელს უწყობდა პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინას დასხმოდა თავს“.
“ისინი ფაქტიურად დასცინოდნენ მას. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ე.წ. ხელმძღვანელობა დასცინოდა პუტინს. იცით, ისინი ფაქტიურად აიძულებენ მას ომი აწარმოოს იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ. აშკარად სულელური რიტორიკა იყო“– ამბობს ტრამპი.
აშშ–ს ექსპრეზიდენტმა არ გაუშვა შესაძლებლობა ეთქვა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ის რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასოდეს არ იქნებოდა, რადგან მას პუტინთანაც კარგი ურთიერთობა ქონდა და ზელენსკისთანაც. თუმცა, თავის მხრივ, მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ტრამპს არცერთი კონკრეტული მაგალითი არ მოუყვანია, თუ როგორ “აქეზებდნენ“ პუტინს უკრაინაში შეჭრისთვის.
გარდა ამისა, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტ თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სასწრაფოდ მოლაპარაკებების დაწყებისა აუცილებელია. ნევადაში ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.
“ახლა ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის…. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომამდე მივალთ“–თქვა ტრამპმა.