ისლანდიაში ვულკან Fagradalsfjall–ის ამოფრქვევას ელოდებიან. ჩაიკეტება თუ არა ცა ევროპის თავზე

ისლანდიაში, მიწისძვრების სერიის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ვულკანის Fagradalsfjall-ის ამოფრქვევის ალბათობა, იუწყებიან მეტეოროლოგები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ გრინდავიკის მცხოვრებლებს, რომელიც ვულკანიდან რვა კილომეტრში მდებარეობს, სიფრთხილის მიზნით სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათასობით მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა იმ მხარეში, სადაც ვულკანი Fagradalsfjall მდებარეობს.

კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტი ვულკანის გვერდით მდებარეობს.

ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა (IMO) გააფრთხილა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე “ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკის შესახებ”, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.

ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანოლოგიის პროფესორმა ტორ თორდასონმა თქვა, რომ მაგმა ამჟამად ვულკანის ზედაპირიდან 800 მეტრზე ნაკლებ მანძილზეა, ამიტომ ამოფრქვევა გარდაუვალია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვსაუბრობთ გარდაუვალ ამოფრქვევაზე. სავარაუდოდ, ამოფრქვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ გრინდავიკში“, – განუცხადა მან BBC-ს.

ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე გეოლოგიურად აქტიური რეგიონია მსოფლიოში, დაახლოებით 30 აქტიური ვულკანით.

მხოლოდ ოქტომბრის ბოლოდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში 20 ათასზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ივლისში ახალგაზრდა ვულკანი Litli Hrutur ამოიფრქვა Fagradalsfjall-თან ახლოს.

2010 წელს ისლანდიაში ვულკანი Eyjafjallajökull ამოიფრქვა და ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. ასობით ისლანდიელი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

2021 წელს გაღვიძებამდე Fagradalsfjall რვა საუკუნის განმავლობაში მიძინებული იყო.

დაიხურება თუ არა ცა ევროპის თავზე?

2010 წლის აპრილში ვულკანის Eyjafjallajökull-ის ამოფრქვევამ გამოიწვია ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე დიდი ჩაკეტვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

შვიდი დღის განმავლობაში ევროპის ქვეყნების უმეტესი ნაწილის ცა დაკეტილი იყო ფრენებისთვის ვულკანური ფერფლის გიგანტური ღრუბლის გამო, რომელიც ფარავდა კონტინენტს, რომლის გაფანტვას  ხელი ამინდის პირობებმა შეუშალა.

შედეგად, ათობით ავიაკომპანიას მოუწია დაახლოებით 100 ათასი ფრენის გაუქმება, დაკარგა დაახლოებით 10 მილიონი მგზავრი, რამაც გამოიწვია კოლოსალური ზარალი მთელი ინდუსტრიისთვის (სხვადასხვა შეფასებით, 1,5-დან 2,5 მილიარდ ევრომდე).

უნდა ითქვას, რომ იმ დროს სრულიად გაურკვეველი იყო, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ვულკანური მტვრის მოხვედრა თვითმფრინავის ძრავებში. თუმცა, საავიაციო ხელისუფლებამ გადაწყვიტეს, რომ სჯობდა ეს უსაფრთხოება წინა პლანზე დაეყენებინათ და ბედი არ გამოეცადათ.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოქიმიის პროფესორის სიუზან სტიპის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად გამართლებული იყო, რადგან მილიარდობით დოლარის ზარალიც კი ვერ შეედრება მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს.

უფრო მეტიც, საქმე მხოლოდ პილოტის ხილვადობის დაკარგვას არ ეხება, განმარტავს სტიპი, რადგან ეს ზუსტადაც რომ სხვადასხვა მოწყობილობებით კომპენსირდება. ფაქტია, რომ როდესაც თვითმფრინავი გადის თუნდაც შედარებით მე ჩხერ ვულკანურ შლეიფში, ფერფლის პაწაწინა ნაწილაკები ეფექტურად ამუშავებენ  თვითმფრინავის ზედაპირს ქვიშის მძლავრი ნაკადით, რაც ზედაპირის საგულდაგულო მოხვეწას გავს შედეგით.

გარდა ამისა, რექტიული ძრავის შიგნით მოხვედრისას ვულკანური მტვრის ნაწილაკები კოლოსალური ტემპერატურის ზემოქმედებას ექვემდებარებიან და დნობას იწყებენ, ეწებებიან  ტურბინების პირებს, რამაც შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ძრავის გაჩერება და თვითმფრინავის კატასტროფა.

თუმცა, მეცნიერთა აზრით, Fagradalsfjall-ის ამოფრქვევამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს ასეთი ფართომასშტაბიანი შედეგები, რადგან იმ დროს ფერფლის ღრუბელი არა იმდენად ამოფრქვევით იყო გამოწვეული, რამდენადაც ცხელი ლავის ნაკადი ზღვაში ჩადინებით  და  მდნარი ნაკადის წრაფი გაგრილებით .

„2010 წლის Eyjafjallajökull-ის ამოფრქვევა ძალიან განსხვავებული იყო, რადგან საქმე გვქონდა ფარისებრ ვულკანთან, რომელიც მყინვარის თავზე იყო. ეს იყო მაგმის ურთიერთქმედება ყინულთან და დნობისას მიღებულ წყალთან, რამაც ეს ამოფრქვევა ფეთქებადი და სახიფათო გახადა ავიაციისთვის. Fagradalsfjall-ის შემთხვევაში, ასეთი საშიშროება არ არსებობს“, – ამბობს  ლონდონის იმპერიალ კოლეჯის ვულკანოლოგიის მასწავლებელი მიშელ პაულატომი.

გარდა ამისა, 2010 წლის საავიაციო კრიზისის შედეგად, ევროპულმა ხელისუფლებამ მთლიანად გადაწერა ვულკანურ ღრუბლებში ფრენის წესები, რაც ეროვნულ ხელისუფლებას აძლევს უფლებას გახსნას და დახუროს კონკრეტული ქვეყნის საჰაერო სივრცე, ოპერატიული სიტუაციისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს ასეთი მასშტაბური კრიზისის გამეორება ნაკლებად სავარაუდოა – თუ საერთოდ ეს შესაძლებელია.