თბილისში, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.