ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ვაგონიდან გამოსვლის შემდეგ ცუდად გახდა. ადგილზე მივიდა სასწრაფი-დახმარების ბრიგადები, რომლებმაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 10 საათზე მოხდა. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.