ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ისნის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი კაცი პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

სახლში 2 უსახლკარო ცხოვრობდა, გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა. ირკვევა, რომ კაცი ახალი გარდაცვლილი არაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე თვეა იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც ცხდარი იპოვეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ის არ გამოჩენილა. მეზობლების ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო და მეზობლები მას ხშირად საკვებითა და სხვადასხვა ნივთებით ეხმარებოდნენ.

წყარო : formulanews.ge