ისრაელი თვლის, რომ ის უკვე აგროვებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს ალ-შიფას ჰოსპიტალში მისი ოპერაციის გასამართლებლად.
ისრაელის სამხედროებმა არაერთხელ უთქვამთ, რომ ჰამასს აქვს დიდი შტაბი პირდაპირ სამედიცინო ცენტრის ქვემოთ და ამით არის გამართლებული ისრაელის ინტენსიური სამხედრო ოპერაცია ღაზას ყველაზე დიდ ჰოსპიტალში, მიუხედავად იმისა, რომ იქ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენლები დღეს ამბობენ, რომ ზემოაღნიშნულის უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს. როგორც ჩანს, სურთ მსოფლიოს აჩვენონ ყველაფერი, რაც ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.
მათი თქმით, ის, რაც აქამდე იქნა აღმოჩენილი (ზოგიერთი მტკიცებულების ვიდეო ახლახან აჩვენეს) ნათლად ადასტურებს, რომ ჰოსპიტალური კომპლექსის მრავალრიცხოვან შენობებს ჰამასი იყენებს, როგორც ტერორისტული ინფრასტრუქტურისა და საქმიანობის ფრონტად.
ჰამასი ამას ყოველთვის უარყოფდა, ისევე როგორც საავადმყოფოს ექიმები. თუმცა, ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს მიწისქვეშა გვირაბები. მათი ინფორმაციით ამ გვირაბებში ჩასასვლელი ალ შიფას ჰოსპიტლის ტერიტორიაზეა.