ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ადგილზე ჯარების რაოდენობა გაზარდეს, იუწყება Times of Israel.
გარდა ამისა, ჯარები მოქმედებენ ანკლავის შიგნით უფრო დიდ სიღრმეზე.
მანამდე, IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ კვლავ მოუწოდა ღაზას მოსახლეობას გადაადგილდნენ სამხრეთით, რადგან სამხედროები გადადიან ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის შემდეგ ეტაპზე.
”სამოქალაქო მოსახლეობა ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზადან, დროებით უნდა გადავიდეს ღაზას სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ადგილას, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები,” – თქვა ჰაგარიმ ინგლისურ ენაზე ვიდეომიმართვაში.