ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერს მიმართა. მიმართვის დროს მან თქვა, ისრაელის ჯარებმა დაასრულეს ღაზას ალყა და იბრძოდნენ შიფას საავადმყოფოს მახლობლად, რომლის სარდაფში, ისრაელის თქმით, ჰამასის ბოევიკები იყვნენ ჩამალული.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებმა მოკლეს “ათასობით” ბოევიკი, მათ შორის ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში.
მან დასძინა, რომ ისრაელი ომის შემდეგ შეინარჩუნებს ღაზას სამხედრო კონტროლს, ისევე როგორც აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს, რომელსაც ბევრი ექსპერტი “სამხედრო ოკუპაციას” უწოდებს.
ნეთანიაჰუმ ასევე პატივი მიაგო ჰამასთან ბრძოლაში დაღუპულ ისრაელელ ჯარისკაცებს, მათ ნამდვილ გმირები უწოდა და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მორალური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისთვის.
პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მის შემდეგ გამოვიდა სიტყვით, აღნიშნეს, რომ მთავარი პრიორიტეტი რჩება მძევლების გათავისუფლება და ჰამასის განადგურება.