ისრაელის არმია აცხადებს, რომ ის ჰამასის წინააღმდეგ “ომის შემდეგი საფეხურისთვის“ ემზადება, რომელიც კომბინირებული იქნება – საჰარო, საზღვაო და სახმელეთო შეტევებით, და “მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციებით“.
ომის ახალ საფეხურზე ჩაერთვება ასობით ათასი მობილიზებული რეზერვისტი, რომლებიც “ოპერატიული შეტევითი გეგმების ფართო სპექტრს მოიცავენ“–ნათქვამია ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“კომბინირებულ და კოორდინირებულ დარტყმებთან“ ერთად ისრაელის სახმელეთო ჯარები და სამხედრო ზურგის სამსახურის ხელმძღვანელობა ცაჰალის მებრძოლებს “საბრძოლო მოქმედებების ფართო არენისთვის“ ამზადებენ.
შესაბამისმა ძალებმა ბოლო დღეებში მიიღეს ბრძოლის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა – აცხადებენ სამხედროები.
“ცაჰალის ბატალიონები და ჯარისკაცები, რომლებიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი, და იმაღლებენ ოპერატიულ მზადყოფნას ომის შემდეგი ეტაპებისთვის, აქცენტს აკეთებენ მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციებზე“– ნათქვამია განცადებაში.
მთელი კვირის განმავლობაში იკვეთებოდა იმის ნიშნები, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ამ მჭიდროდ დასახლებულ ანკლავზე შეტევა ისრაელის არმიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ჰამასის დაჯგუფება ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და 1300 მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკად მოკლა.
ისრაელის არმიამ უკვე მოახდინა 300 000-ზე მეტი რეზერვისტის მობილიზაცია ღაზას სექტორში შეჭრისთვის, რომელიც სავარაუდოდ უპრეცედენტო იქნება.