ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური, ჰერცი ჰალევი აღიარებს, რომ სამხედროებმა ვერ აღკვეთეს “ჰამასის” შაბათის თავდასხმა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დააბრუნონ ჰამასისა და სხვა ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლები
ამის შესახებ ჰალევიმ ჰამასის თავდასხმის შემდეგ პირველ საჯარო კომენტარში ისაუბრა.
“IDF ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთოებაზეა პასუხისმგებელი და შაბათს, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ეს ვერ შევძელით. ჩვენ შევისწვალით და გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა. 5 დღე გავიდა მომაკვდინებელი, ბრუტალური და მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ. ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა, ცხოველებმა, ჩვენს შვილებს, ცოლებსა და ხალხს მოუწყვეს არის ცხოველური და არაჰუმანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც წარმოუდგენელი დანაშაულები ჩაიდინეს. ღაზის სექტორის მმართველმა, იაჰია სანვარმა გადაწყვიტა ამ საშინელი თავდასხმის განხორციელება, შესაბამისად ის და მთელი მის ქვეშ მდგომი სისტემა მკვდრები არიან. ჩვენ მათ შევუტევთ, ჩვენ მათ დავშლით, ჩვენ დავლშით მთელ მათ სისტემას”. – თქვა ჰალევიმ.