“ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე დისკუსიები ისრაელთან, როგორც ომის ხანგრძლივობაზე, ისევე იმაზე, თუ როგორ აწარმოებს ამ კამპანიას ჰამასის წინააღმდეგ. ეს საკითხები ისრაელის გადასაწყვეტია.[…]მაგრამ ჰამასსაც აქვს გადაწყვეტილებები მისაღები. ხვალვე შეუძლია მოქალაქეების ზურგს აღარ ეფარებოდეს. ხვალვე შეუძლია დაყაროს ფარხმალი, დანებ.[…]რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ ეს კამპანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დგას იმის წინაშე, რის წინაშეც ისრაელი დგას – ტერორისტული ორგანიზაციის, რომელიც 7 ოქტომბერს ყველაზე საზარელი გზით თავს დაესხა – და როგორც ვთქვი, ნათქვამი აქვს, რომ განმეორებით იგივეს გააკეთებდა – უნდა იმ დონემდე მივიდეს, როცა დარწმუნდება, რომ ეს არ განმეორდება”.
განაცხადა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ანტონი ბლინკენმა.