ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა ვიცე-პოლკოვნიკმა ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ სამხედროები ხელახლა გახსნიან დერეფანს ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სექტორის ჩრდილოეთით, რათა ისინი სამხრეთისკენ გადავიდნენ.
ადრეიმ, რომელიც არაბულად საუბრობს, სოციალურ მედია X-ზე დაწერა, რომ სალაჰ ალ-დინის გზა ღია იქნება სამხრეთის მიმართულებით მოძრაობისთვის დილის 10 საათიდან საღამოს 2 საათამდე.
”თქვენი უსაფრთხოებისთვის, გამოიყენეთ ეს დრო, რომ გადახვიდეთ სამხრეთით ვადი ღაზას მიღმა. თუ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთით, როგორც გირჩევთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჰამასის ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარი თავის დაცვაზე“.– დაწერა მან.
მსგავსი დერეფანი კვირასაც მოქმედებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის არმია მოუწოდებს მშვიდობიანი მოქალაქეებს გადავიდნენ სამხრეთში, სადაც IDF-ის ოპერაციები უფრო მცირე მასშტაბით მიმდინარეობს.
ითვლება, რომ დღემდე სამხრეთით დაახლოებით 800 ათასი ადამიანი გადავიდა. თუმცა ბევრი მოსახლე დარჩა ანკლავის ჩრდილოეთით, რადგან მათ არც სამხრეთი მიაჩნიათ უსაფრთხოდ. გარდა ამისა, IDF-ის ინფორმაციით, ბოევიკები ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებით ცდილობენ ევაკუაციის თავიდან აცილებას.
#عاجل أيها سكان غزة،
أود أن أعلمكم أنه على الرغم من أن حماس تضر بالجهود الإنسانية الجارية لمصلحة سكان غزة وتستخدمكم كدروع بشرية، إلا أن جيش الدفاع الإسرائيلي سيسمح مرة أخرى اليوم بالمرور على طريق صلاح الدين بين الساعة العاشرة 10:00 صباحًا والثانية 14:00 بعد الظهر. من أجل… pic.twitter.com/H7BpiUqyTf— افيخاي ادرعي (@AvichayAdraee) November 6, 2023