ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში პირველმა, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა.
“ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
“მოვითხოვე ავცრილიყავი პირველი, რათა განახოთ პირადი მაგალითი და გაგამხნევოთ ვაქცინაციისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
WATCH: Netanyahu invokes moon landing while receiving vaccine as Israel starts inoculation process https://t.co/EpuLNgqixo pic.twitter.com/QXnSIhi9mF
— The Hill (@thehill) December 19, 2020
ისრაელში ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უპირველესად ექიმებისა და მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.