ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მსოფლიო 25 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“მადლობას გიხდით ისრაელთან მტკიცედ დგომისთვის და ჩვენი თავდაცვის უფლების მხარდაჭერისთვის ტერორისტული თავდასხმებისგან”,– წერს ნეთანიაჰუ ტვიტერზე.
??????????????????????????????????????????????????
Thank you for resolutely standing with ?? and supporting our right to self defense against terrorist attacks.— Benjamin Netanyahu (@netanyahu) May 15, 2021
ცნობისთვის, 10 მაისიდან ღაზას სექტორიდან 2 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით, მათ დიდ ნაწილს ისრაელის რკინის გუმბათი ანადგურებს. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 10 ისრაელელი, ასობით ადამიანი კი დაშავდა. ალ ჯაზირას ცნობით, ღაზას სექტორში დაიღუპა 150–ზე მეტი ადამიანი, 1000–ზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ისრაელზე თავდასხმისთვის დიდ საფასურს იხდიან და ეს ჯერ არ დასრულებულა.