ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები “აშენებენ ინფრასტრუქტურას მომავალი ოპერაციებისთვის”.
მისი თქმით, ღაზას სექტორის საზღვარზე 35 ბატალიონი იქნება განლაგებული (ბატალიონი, როგორც წესი, 100 ჯარისკაცისგან შედგება).
ისრაელი სავარაუდოდ ღაზას სექტორში დიდ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს შაბათის შეჭრისა და სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ.
გუშინ საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნისადმი მიმართვაში თქვა, რომ ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები “მხოლოდ დასაწყისია”.
ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით ღაზას სექტორში ჰამასის მებრძოლების და სხვა დაჯგუფებების 200 სამიზნეს დაარტყეს, შაბათს ისრაელში შეჭრაზე საპასუხოთ. ისრაელის მხარეს დაახლოებით 900 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შაბათიდან ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმებს 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა.