ისრაელის სამხედროები: ჰამასის მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობდა სამხრეთ ისრაელზე თავდასხმას მოკლულია

ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ჰამასის ნუხბას ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური ალი კადი საბრძოლო თვითმფრინავიდან  დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ისრაელის სამხედროების თქმით, ის მეთაურობდა ძალებს, რომლებიც სამხრეთ ისრაელში გასულ შაბათს შეიჭრნენ.

ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია კადის ადგილსამყოფელის შესახებ.

მანამდე ისრაელის არმიამ ჰამასის საჰაერო ძალების მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა