ისრაელი არ აპირებს ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტას

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი არ აპირებს შეაჩეროს საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე.

„ჩვენ გვსურს ჰამასი მივიყვანოთ სრული ლიკვიდაციის მდგომარეობამდე“, – ნათქვამია ჰალევის განცხადებაში. ”ჩვენ კარგად ვართ მომზადებული სამხრეთში სახმელეთო ოპერაციებისთვის.”

ისრაელის სამხედრო სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროები “მზად არიან და აქვთ სრული სიმტკიცე“  ომის შემდეგი ეტაპისთვის და მხოლოდ  პოლიტიკურხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

თუმცა, გაურკვეველია, რამდენად მალე შეიძლება დაიწყოს ისრაელმა სრულმასშტაბიანი შეჭრა ღაზაში. ასევე გაურკვეველია, როგორ გადაიქცევა ზუსტად გაცხადებული მიზანი – ჰამასის განადგურება მკაფიო სამხედრო გეგმებად და რა ფასად მიიღწევა იგი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. როგორც NYT იუწყება, ეს მოსაზრებები უკვე იწვევს პენტაგონში შეშფოთებას.