ისრაელი არ გამორიცხავს, უკრაინისთვის რკინის გუმბათის მიწოდებას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 31 იანვარს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა: “რა თქმა უნდა, მე განვიხილავ ამ საკითხს.”
“აშშ-მ ახლახან წაიღო ისრაელის საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი და ისინი უკრაინას გადასცა. ისრაელი ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოქმედებს ისე, რომ მე აქ არ დავაკონკრეტებ, ირანული იარაღის საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე დაადასტურა რომ აშშ-მ უკრაინას გადასცა ისრაელში განთავსებული საარტილერიო მარაგის ნაწილი და თქვა, რომ მისი სახელმწიფოს ოპერაციები ირანის წინააღმდეგ მიმართულია, სხვა სამიზნეებთან ერთად, ომში გამოყენებული დრონების მწარმოებელი ქარხნების განადგურებისკენ.