ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღამით იერიში მიიტანეს ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებულ საიდუმლო სარდლობის ცენტრზე.
„ჩვენ გავანეიტრალეთ ირანის მთავარი სამხედრო საგანგებო შტაბი,“ — განაცხადა IDF-ის ოპერაციების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ოდედ ბასიუკმა.
მისივე თქმით, იერიშის შედეგად ირანის ამ დრომდე გადარჩენილი სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ობიექტი და გაქცეულიყო.