ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის – ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მზადაა მორიგი მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის.  ამის შესახებ  ისააკ ჰერცოგმა 80-მდე ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მძევლების ჯგუფში არის ათობით ჰუმანიტარული შემთხვევა – როგორიცაა ჩვილები, მოხუცები, ავადმყოფები, დაჭრილები და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი. შემიძლია გავიმეორო ის ფაქტი, რომ ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება [ღაზაში „ჰამასის“ ხელმძღვანელს იაჰია] სინვარს და „ჰამასის“ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.