ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება გაწყვეტს კავშირს ილონ მასკის კომპანია Starlink-თან, თუ ბიზნესმენი დაუშვებს ამ სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებას ღაზას სექტორში.
შაბათს მასკმა თქვა, რომ Starlink-ს გადასცემს ღაზაში მოქმედ აღიარებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. ამ დროისთვის სექტორში არანაირი კომუნიკაცია არ არის, რის გამოც სხვადასხვა უწყება თანამშრომლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
„ისრაელი ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად“, – დაწერა კომუნიკაციების მინისტრმა სოციალურ მედია X-ზე (ყოფილი Twitter). „ჰამასი ამას გამოიყენებს ტერორისტული საქმიანობისთვის. ამაში ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ ვიცით და მასკმაც იცის. ჰამასი არის ISIS ალბათ შესაძლოა მასკი მზად არის ეს პირობა დადოს ჩვენი გატაცებული ჩვილების, ვაჟების, ქალიშვილების და მოხუცების გასათავისუფლებლად. Ყველა მათგანის უკლებლივ!”
მანამდე პალესტინის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა იშაკ სიდრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქვს კავშირში მათი Starlink-თან დაკავშირების საკითხზე ღაზას სექტორში.