ისრაელმა დღეს დილით, ღაზას სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით ავიაგამანადგურებლით, 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
”ათობით გამანადგურებელმა დარაჯ ტუფაჰის რაიონში 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.[…]გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა““, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათი მტკიცებით, ეს არის ტერიტორია, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით თავდასხმა ხორციელდება.