ისრაელმა თეირანში საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი დაამყარა

ისრაელმა თეირანში “სული საჰაერო უპირატესობა” დაამყარა – ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი ეფი დეფრინი ავრცელებს. მისი თქმით, ისრაელმა ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებების “დიდი ნაწილისთვის” ხელის შეშლას ახერხებს.

დეფრინი აცხადებს, რომ  დღეს დილით ისრაელის მიმართულებით ირანმა 65 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, თუმცა სულ მცირე, ორჯერ მეტის გაშვება სურდა.

ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა და დრონებმა იერიში მიიტანეს რაკეტების საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებზე, სადაც ირანელი ჯარისკაცები რაკეტების გასაშვებად იკრიბებოდნენ.