აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ როგორც მას ისრაელელმა კოლეგებმა მიაწოდეს ინფორმაცია, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში წყლის მიწოდება აღდგენილია.
გამოცემა The Times of Israel–ის წყარომ სამთავრობო წრეებიდან ეს ინფორმაცია დაადასტურა.
ამგვარად, ისრაელმა შეამსუბუქა ღაზას სექტორის ბლოკადა, რომელიც 8 ოქტომბერს შემოიღო.
როგორც BBC წერს, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს სამოქალაქო მოსახლეობისთვის უსაფრთხო სექტორად ამზადებენ.