ისრაელმა ღაზაში საჰაერო თავდასხმისას ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი მოკლა

ისრაელმა საჰაერო თავდასხმისას  ღაზას სექტორში, ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლა.  ჯაბარის ლიკვიდაციას ადასტურებენ ისრაელის ოფიციალური პირები და ასევე ისლამური ჯიჰადიც.

სამხედრო ოპერაციის დროს ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.